ვემიჯნებით საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას - თსუ

01.07.22 10:32
ვემიჯნებით  საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას - თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების ჯგუფებს შორის მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება. უნივერსიტეტის განცხადების თანახმად, თსუ მხარს უჭერს აზრის გამოხატვის მხოლოდ დემოკრატიულ ფორმებს და გმობს ყველანაირ ძალადობას. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების ჯგუფებს შორის მომხდარ ინცინდენტს, რომლის განმუხტვაც თსუ დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეძლებისდაგვარად მოახერხეს.

თსუ-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები შეუზღუდავად სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით. საუკუნეზე მეტია უნივერსიტეტი ემსახურება საზოგადოების განათლებას, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამყარებასა და განმტკიცებას.

შესაბამისად, უნივერსიტეტი მხარს უჭერს აზრის გამოხატვის მხოლოდ დემოკრატიულ ფორმებს და ამავე დროს, ემიჯნება საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას. ადმინისტრაცია  არ დაუშვებს  საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური დაპირისპირების მცდელობას და მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან.

უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მოუწოდებს ახალგაზრდებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ  ადამიანის უფლებებს, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ მაპროვოცირებელი ქმედებებისგან, - წერია თსუ-ს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ სტუდენტებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები გუშნ იმ დროს გაუსწორდნენ, როცა სამოქალაქო მოძრაობის შინ ევროპისკენ ბროშურებს არიგებდნენ და 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე საინფორმაციო შეხვედრები ჰქონდათ. 

მსგავსი სიახლეები