ერთი წლის წინ შელაპარაკება მოგვივიდა, ალბათ დაბოღმილი იყო - ვატო წერეთელი ოხანაშვილზე

01.07.22 11:16
ერთი წლის წინ შელაპარაკება მოგვივიდა, ალბათ დაბოღმილი იყო - ვატო წერეთელი ოხანაშვილზე

ტვ  პირველის მფლობელი ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ იხსენებს. წერეთელი არ გამორიცხავს, რომ გუშინდელი თავდასხა ანრი ოხანაშვილთან ერთი წლის წინ  პარლამენტში მომხდარ შელაპარაკებას უკავშირდებოდეს. მისი თქმით, "ოცნების" დეპუტატს შესაძლოა, წყენა ისევ გულში ედო. 

ბექა ოდიშარია იყო, ზარქუა იყო და მგალობლიშვილი და მომიახლოვდა, გამომიქანა ხელი სანამ  მოვედი გონს, იქიდან მერე მგალობლიშვილმა მეორე დამაწია და ჯგუფური თავდასხმა იყო. იყო ერთი წლის წინ ინციდენტი პარლამენტში, სადაც მე და ანრი ოხანაშვილს მოგვივიდა შელაპარაკება. არ ვიცი, ალბათ გულში ჰქონდა და დაბოღმილი იყო და საადაც მიეცა საშაულება, გადაწყვიტა ჯგუფურად გაეკეთებინა თავდასხმა. მივმართავ კელი დეგნანს, თქვენ ტერიტორიაზე მოხდა ჯგუფური თავდასხმა. საზოგადოებრივი ინტერესია, რომ ეს კადრები იხილოს მთელმა ქვეყანამ, იმიტომ, რომ ეს კადრები თუ არ იხილა მტელმა ქვეყანამ, თქვენ წაახალისებთ ძალადობას, - თქვა წერეთელმა. 

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ტვ პირველის მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას სთხოვს. 

 

მსგავსი სიახლეები