ოხანაშვილმა დაარტყა, ზარქუა იგინებოდა - ტვ პირველის ფინანსური დეირექტორი ვატო წერეთელზე თავდასხმას იხსენებს
აშშ-ს საელჩოში მომხდარ ინციდენტს ტვ პირველის ფინანსური დირექტორიც იხსენებს. ნანა აბურჯანიძე ვატოს წერეთელზე თავდასხმის უშუალო თვითმხილველია.
სწრაფი ნაბიჯით მოგვიახლოვდნენ ეს პარლამენტის წევრები, განსაკუთრებით ოხანაშვილი მოდიოდა ძალიან აგრესიულად, ლამის შუბლი შუბლზე მიადო ვატოს, რაღაცა უთხრა ვერ გავიგე, იმიტომ, რომ ოდნავ ვატოზე უკან ვიდექი და პირდაპირ ასე გამოუქანა და თხლიშა სახეში, გააწნა სილა. მერე ოდიშარიამ დაიწყო ერთგვარი გაშველება, ზარქუა იგინებოდა, ზუსტად მახსოვს და მერე უცებ ეს მგალობლიშვილი, რომელიც გამოდწვდა და... მეც ჩავერთე ამ გაშველებაში, იმიტომ, რომ შოკში ვიყავი, მეთქი, ხალხო, რას აკეთებთ, და ისეთი სილა გააწნა, მოკლედ, ამ მგალობლიშვილმა, მეც მომხვდა ლამის, იმიტომ, რომ მაღალია ძალიან და მთელი ძალით ჩაათხლიშა ვატოს, - ყვება ნანა აბურჯანიძე.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ტვ პირველის მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.
ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას სთხოვს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან