ფიზიკური ანგარიშსწორება აშშ-ს საელჩოში - კრიტიკული მედია "ოცნების" დეპუტატების დასჯას ითხოვს
აშშ-ს საელჩოში მომხდარ ინციდენტს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ეხმიანებიან. ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატებს, რომლებიც თავს ვატო წერეთელს დაესხნენ, კრიმინალურ ხროვად მოიხსენიებს.
ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც არარ ერიდებიან თითონ დეპუტატები. ახლა რომ ამბობს, წავიკითხე, ამბობს ოხანაშვილი, რაღაც ისეთი მაკადრაო. რაღაც ისეთი თუ კაადრა ვატომ, მაშინ გაეცა პასუხი. არა, დაორგანიზდნენ მერე ხორვა, ხროვა არის ეს და როცა ერთად არიან, დიდი გული აქვთ. დაორგანიზდნენ ბიჭები, მივიდნენ და თავს დაესხნენ. ეს არის კრიმინალური ხროვა. ერთად აქვთ დიდი გული, თორემ სინამდვილეში სიეთი მხდალები არიან, ერთი ფეხის დაბაკუნებით მაგათ ვეღარ დავინახავთ საერთოდ, - ამბობს ჯანგირაშვილი.
საქმის გამოძიების და თავდამსხმელი დეპუტატების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს ტელეკომპანია "მტავარის" ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.
ეს თავდასხმა აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, აუცილებლად უნდა იყოს გასაჯაროვებული და უნდა დაისაჯონ თავდასმხმელები, უნდა დატოვოს პარლამენტი ყველამ, ვინც შეეხო ვატო წერეთელს, ტვ პირველის დამფუძნებელს და ხელმზღვანელს. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება აღქმული როგორც პატიება ამერიკაზე თავდასხმის „ქართული ოცნების“ მხრიდან. მხოლოდ ვატოს არ დაესხნენ ტავს, თავს დაესხნენ აშშ-საც, - თქვა ადეიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან