თურქეთში, ხოფასთან კლდე ჩამოიშალა - გარდაიცვალა 1 ადამიანი
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. დაიღუპა ერთი, მძიმედ დაშავდა 2 ადამიანი. ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება.
შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის ავტობანზე, დაახლოებით დილის 08:00 საათისათვის მოხდა.
პირველადი მონაცემებით დაზიანებულია სამი სატვირთო ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. წინასწარი ინფორმაციით მათგან არავინ დაშავებულა.