ცემა ფედერალურ დანაშაულს წარმოდგენს - ადვოკატი აშშ-ს სალეჩოში მომხდარ ანგარიშსწორებაზე
ადვოკატი კახა წერეთელი აშშ-ს საელჩოში ორგანიზებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ფედერალურ დანაშაულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ფაქტი საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა უდნა გამოძიონ.
საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საქართველოს მოქალაქე ჩაიდენს თუნდაც საზღვარგარეთ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დანაშაულს და ეს დანაშუალი დასჯადია როგორც იმ ქვეყნის კანონმდებლობით ასევე, საქართველოს კანონდემბლობით, ის საქართველოს საგამოძიებო ორგანოების ქვემდებარეა. რა ფაქტიც მოვისმინეთ, შეიძლება იძულება, ცემად შეფასდეს და ცემა წარმოადგენს ფედერალურ დანაშაულს, - ამბობს კახა წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ტვ პირველის მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.
ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას სთხოვს.