"ჩოლოიანი ხომ გახსოვთ? "RMG GOLD"-შია დასაქმებული" - ელენე ხოშტარია
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოანის შესახებ პოსტს აქვეყნებს. ხოშტარიას ცნობით, დამნაშავე გამომძიებელი ამჟამად "რმჯ გოლდშია" დასაქმებული.
ჩოლოიანი ხომ გახსოვთ? ლუკა სირაძე რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს პოლიციაში, მერე ხელი რომ დააფარეს ბევრს, ეს რომ სულ ცოტა ხნით ჩასვეს, ადრე გამოუშვეს. ხოდა ეხლა რმჯ გოლდშია დასაქმებული, აი იმაში, საყდრისი რომ ააფეთქა.
მოძალადეების მთავრობა უნდა წავიდეს!, - წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლემ, ლუკა სირაძემ, სიცოცხელ თვითმკვლელობით დაასრულა. ტრაგედია მას შემდეგ მოხდა, რაც "მწვანე სკოლის" კედლებზე გაკეთებული წარწერის გამო არასრულწლოვანი დიდუბე-ჩუღურეთის პირველ განყოფილებაში გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.
ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პატიმრობიდან ვადაზე ადრე, 2021 წლის აგვისტოში გათავისუფლდა.