"მე კი არა, ხელი აშშ-ს საელჩოს გაარტყეს" - ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს ხვდება

01.07.22 15:06
"მე კი არა, ხელი აშშ-ს საელჩოს გაარტყეს" - ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს ხვდება

დატოვოს დეპუტატის მანდატი - ,,ტვ პირველის" მფლობელი ანრი ოხანაშვილისთვის პარლამენტის წევრის სტატუსის შეწყვეტას ითხოვს.

ამ წუთებში ვატო წერეთელი ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. დიპლომატიურ უწყებას ,,ტვ პირველის" მფლობელი დეტალურად მოუყვება,  როგორ დაესხა "ქართული ოცნები"  ჯგუფი თავს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე. 

აუდიენციას ვატო წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელიც  ესწრება. 

მე იქ ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე. ირაკლი შოთაძე ვნახე, მას ვესაუბრებოდი, გიორგი ვოლსკი ვნახე. ნინო წილოსანი ვნახე, თამარ ჩუგოშვილი ვნახე, მოსამართლეები ვნახე. 300 ადამიანი, მოწვეული სტუმარი იყო. ვსაუბრობდით ყველასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ პოლუსზე დგას, იქ ყველა ერთი ვიყავით და ყველა ერთად ვემსახურებოდით ჩენს ქვეყანას. ოხანაშვიულმა მოჭრა თავი ჩვენს ქვეყანას და მე კი არ გამარტყა ხელი, მთელ ამერიკის საელჩოს გაარტყა. ამერიკის საელჩოს სტუმრობაზე, მიღებაზე გადაწყვიტო ძმაკაცებთან ერთად იძალადო. ამაზე მეტი სირცხვილი ჩვენს ქვეყანას რა უნდა დაემართოს. ჩემი აზრით, უნდა გადაგეს ის, იმიტომ, რომ ის არის ქვეყნის სირცხვილი, - თქვა ვატო წერეთელმა შეხვედრაზე შესვლამდე. 

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ,,ტვ პირველის" მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას სთხოვს.