300- მდე სტუმარში მოძებნეს ვატო წერეთელი, მოიტყუეს კუთხეში და განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა - ნოდარ მელაძე
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე აშშ-ის სალელჩოში, ვატო წერეთელზე განხორციელებულ ანგარისშსწორებას ორგანიზებულ თავდასხმას უწოდებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, გუშინ, "ოცნების" აგრესიულმა წევრებმა 300 -ამდე სტუმარში მოძებნეს ვატო წერეთელი მოიტყუეს კუთხეში და განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა:
ანრი ოხანაშვილი გვიმტკიცებს, რომ ვატო წერეთელმა მოსალმების დროს ყურშ ისეთი რამე ჩამჩურჩულაო, რამაც ჩემი ღირსება შეურაცხყო და პროვოკაციაზე წამომაგოო. ვინ არის ანრი ოხანაშვილი? ის არის საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. შესაბამისად, როდესაც ის იმყოფება უცხო ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, საელჩოს ტერიტორიაზე, თუ მას ვინმე უწყობს პროვოკაციას, ის არის იურიდიული კომიტეტის თავმდჯომარე, მიდი, უსაფრთხოების სამსახურს, დიპლომატიურ ატაშეებს უთხარი, რომ ეს ადამიანი იქცევა ცუდად და მიწყობს პროვოკაციებს. რას აკეთებს ოხანაშვილი? ამას არ აკეთებს არაფერს. ამ გასაუბრების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, აორგანიზებს ჯგუფურ თავდასხმას და ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე უსწორდება ვატო წერეთელს... უბრალოდ დაინახეს ვატო, თქვეს, მოდი წამოვარტყათ, დავამციროთ და დავსაჯოთო"- ამბობს ნოდარ მელაძე.