ეს არის ძალადობრივი რეჟიმი, "ოცნების" პრივილეგირებულთა ჯგუფი ატერორებს ყველას - ნოდარ მელაძე
"ყველას დატერორება და დაშინება უნდა პრივილეგირებულთა ერთ ჯგუფს" - ასე აფასებს ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს. საუბარია "ოცნების" დეპუტატების მიერ აშშ-ს საელჩოში ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტზე.
ნოდარ მელაძე "ქართული ოცნების" მედიისადმი დამოკიდებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათი ნაწილი ხელისუფლებას მოსყიდული ჰყავს, ხოლო მეორე ნაწილის გაჩუმებას ძალადობრივიმეთოდებით ცდილობს.
მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც გვაქვს ზედაპირზე, დგინდება, რომ ეს არის ძალადობრივი რეჟიმი. დღეს საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, დიპლომატმა, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, დიპლომატიურ სამსახურში ბევრი წლის სტაჟით, პირდაპირ ამხილა „ქართული ოცნების“ სისტემა, რომ ისინი უწყობენ ტერორს დიპლომატებსაც, ანუ ადამიანებსაც, რომლებიც არიან დიპლომატიურ სამსახურში. ანუ ყველას გარშემო დატერორება და დაშინება უნდათ რაღაცა ამ პრივილიგირებულთა ერთ ჯგუფს. რომლებიც ცდილობენ, ნახე როგორი მომენტია, მედიის შემთხვევაში: მედიის ნაწილი ჰყავთ მათ მოსყიდული და ამაში იხდიან ძალიან დიდი ფულს. ფული გამოდის „ქართული ოცნების“ სალაროდან. არსებობს ორი კოორდინატორი, რომელიც ამ თანხას ანაწილებს, ამას არ გელაპარაკები დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია და ამ თემას ჩენ ვამზადებთ საეთეროდ. იმ სიაში არიან, მე თვითონ შოკი მჭირდა, ძალიან ბევრი ისეთი ჟრუნალისტი, რომელიც თავს დებს სოციალურ ქსელში, რომ ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულია, რომლებიც იღებენ ათასობით ლარს ამ სისტემისგან, იმისთის, რომ იყვნენ პირდაპირ ან ირიბად მათ მსახურებაში, დანარჩენი მედია კი აღმოჩნდა კერკეტი კაკალი ხელისუფლებისთვის. მათ ვერ შეძლეს მილიონი პრობლემის შექმნის მიუხედავად, ვერ შეძლეს, რომ ეს მედიასაშუალებები, ეს 4 კრიტიკული ტელევიზია და ონლაინ გამოცემები გაეჩუმებინათ. ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ამას აქვს პირდაპირ პროპროციული ძალა, - თქვა ნოდარ მელაძემ.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ,,ტვ პირველის" მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.
ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას სთხოვს.