ქუთაისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ახალგაზრდა ქალს, დანით სასკვდილო ჭრილობები თავსა და ყელის არეში მიაყენა.
პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.