მახარაძე, მარტინენკო, მამა- შვილი ფალავანდიშვილები - შსს-მ მთაწმინდაზე 26 პირი დააკავა
მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის არიან ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც 2 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს.