კოლონები მოემართებიან რეგიონებიდან - კოკა მორგოშია და მისი თანამოაზრეები პარლამენტთან იკრიბებიან
რადიკალები ახალი შეკრებისთის ემზადებიან. კოკა მორგოშია და მისი თანამოაზრეეები ისევ პარლამენტთან იკრიბებიაან.
5 ივლისიდან ერთ წლის თავზე, იგივე ადამიანები ისევ იქ იკრიბებიან სადაც ჟურნალისტებს სცემდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
დედაქალიქის მთავარი გამზირისკენ მოდიან რეგიონებიდანაც.
პირველებთან საუბარში მორგოშია ამბობს, რომ გაბრაზებულიაა, მისი ბრაზი კი ალტ-ინფოსს დაკავებულმა ლიდერებმა გამოიწვია.
საქართველოს რეგიონებიდან კოლონები უკვე დაძრულია. დაახლოებთ 11 ზე დაიწყებენ თბილისში შემოსვლა. დააკავეს ჩვენი 26მდე მომხრე, მათ შორის პარტიის ორი ლიდერი - ირაკლი მარტინენკო და ზურა მახარაძე. ეს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვაძლიერებს. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ იქნება პატარა აქცია. ეს იქნება მრავალათასიანი აქცია. ეს დღე არის, ჩვენი ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, იმიტომ რომ 5 ივლისიდან დაწყებული მათ დეკლალირებულად თქვეს, რომ პრაიდს ვერ ატარებენ.თუმცა ჩვენ მათი არ გვჯერა, ამიტომ ვიდგებით და ოდნავ შანსსაც კი, რომ მათ პროვოკაცია მოუწყონ ქართველ ხალხს, ჩვენ აღმოვფხვრით“. - ამბობს მორგოშია.
რადიკალური ჯგუფის წევრების აქციამდე ზუსტად ერთი საათიაა დარჩენილი. ისინი, რუსთაველზე, მათ მიერ აღამრთულ ჯვართააან დღევანდელ გეგმებს გააჟღერებენ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან