განწირული ყვირილი​​​​​​​ გავიგეთ - ქუთაისში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის მეზობლები

02.07.22 11:53
განწირული ყვირილი​​​​​​​ გავიგეთ - ქუთაისში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის მეზობლები

ქუთაისში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის მეზობლები მომხდარით შოკირებულები არიან.

მათ მხოლოდ ქალის განწირული ყვირილის გაიგეს, რომელიც შველას ითხოვდა.

მეზობელი "პირველებთან" ამბობს, რომ წყვილი 7 წლის გაშორებული იყო. 

ქალის განწირული ყვირილი გავიგეთ, დანით ჰქონდა ყელი გამოჭრილი, უპატიოსნესი გოგო იყო. ბავშვს ზრდიდა და იყო აქ ნაქირავებში. ბავშვი აქ თამაშობდა დილით და მერე, როგორც თქვეს წაუყვანია მამიდას. გაშორებულები ყოფილან 7 წლის. რაღას ერჩოდა ამ გოგოს არ ვიცი. მეზობელია პოლიციის თანამშრომელი, მან იაქტიურა და დაკეტა ყველაფერი. იქედან მეზობლები დადგნენ, რომ აივნიდან არ გადასულიყო. მეზობლების დახმარებით დაიჭირეს". - ამბობს მეზობელი.

ექიმის თქმით, რა საგნით იყო მიყენებული ჭრილობა, მათთვის უცნობია.

პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.