ან რუსეთი, ან ცივილიზაცია - თეა დარჩია 3 ივლისის აქციაზე შვილებთან და მოსწავლეებთან ერთად მიდის

02.07.22 13:12
ან რუსეთი, ან ცივილიზაცია - თეა დარჩია 3 ივლისის აქციაზე შვილებთან და მოსწავლეებთან ერთად მიდის

თეა დარჩია ხვალ, 3 ივლისის აქციაზე რუსთაველის გამზირზე იდგება.

მოცეკვავე ამბობს, რომ ჩვენ ახლა ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ და პასიურობის უფლება არ გვაქვს.

„მე ხვალ მივიდვარ აქციაზე ჩემს შვილებთან და ჩემს მოსწავლეებთან ერთად. იმიტომ რომ გადამწყვეტი მომენტია და პასიურობის დრო არა არის. უფლება არ გვაქვს უბრალოდ. ჩვენ ახლა ისტორიული გზის გასაყარზე ვართ, ან რუსეთი ან ცივილიზაცია და ჩვენ, ქართველები, რა თქმა უნდა, ვირჩევთ ცივილიზაციას“. - ამბობს თეა დარჩია.
 

შეგახსენებთ, რომ ხვალ, სამოქალაქო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს.

აქციის მონაწილეობი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას და ეროვნული მთავრობის შექნას მოითხოვენ, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.