„ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა „ქართული ოცნების“ ოფისს დახეული დროშები ესროლეს
„ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირიდან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისისთან გადაინაცვლეს და ოფისს დახეული დროშები ესროლეს.
მათი თქმით, „ ქართული ოცნება“ ხელს უწყობს „პრაიდის“ გამართვას, ამიტომ აპირებენ, რომ აქცია მმართველი პარტიის ოფისთან გააგრძელონ და საკუთარი მოთხოვნები დააფიქსირონ.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, მათ დასავლეთი და ევროკავშირი არ სურთ.