„მმართველი გუნდი ევროკავშირის მონაა“ - „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები „ოცნების“ ოფისთან
„მმართველი გუნდი ევროკავშირის მონაა“ - „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები „ოცნების“ ოფისთან სკანდირებენ.
მათ ხელში საქართველოს დროშები უჭირავთ და იძაიან „საქართველო!“.
შეკრებილების თქმით, „ ქართული ოცნება“ ხელს უწყობს „პრაიდის“ გამართვას. ისინი „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავენ, გამოვიდნენ და ესაუბრონ. ასევე სკანდირებენ, რომ მმართველი გუნდი “ევროკავშირის მონაა”.