რადიკალები ევროკავშირის ოფისისკენ მიერთებიან, რათა დეგნანს დახეული დროშები მიუტანონ

02.07.22 15:08
რადიკალები ევროკავშირის ოფისისკენ მიერთებიან, რათა დეგნანს დახეული დროშები მიუტანონ

რადიკალები ევროკავშირის ოფისისკენ მიერთებიან. მათი თქმით, ისინი კელი დეგნანს დახეული დროშები მიუტანენ.

კოკა მორგოშიამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ნამდვილად დახიეს ევროკავშირისა და ნატოს დროშები. 

"ალტ-ინფოს" წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დღეს 12 საათზე შეიკრიბნენ. გადაიკეტა სამანქანო გზა. 

2 ივლისს, გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.

ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას - ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ. სწორედ ამ საბაბით იყვნენ შეკრებილები დაკავების დროსაც. 

 

მსგავსი სიახლეები