არ მოგცემ ფლაერების დარიგების უფლებას - „შინ ევროპისკენ“ წევრებს მარნეულში დაუპირისპირდნენ

02.07.22 15:19
არ მოგცემ ფლაერების დარიგების უფლებას - „შინ ევროპისკენ“ წევრებს მარნეულში დაუპირისპირდნენ

3 ივლისს დაგეგმილი აქციის ფარგლებში ფლაერების დარიგების დროს რადიკალებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს მარნეულშიც.

"ქართული ოცნების" მართული ჯგუფები სამოქალაქო აქტივისტებს ხალხთან საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ.

"არ მოგცემ ფლაერების დარიგების უფლებას, პირადად არ დაგარიგებინებ, ეგ იცოდე" - უთხრა აქტივისტმა "შინ ევროპისკენ" წარმომადგენელს.

ადგილზე იყო პოლიცია. სამოქალაქო აქტივისტებმა ევროკავშირის სიკეთეებთან დაკავშირებით პლაკატები მარნეულის ბაზრის ტერიტორიაზე მაინც გააკრეს. 

სახალხო მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები მთელს ქვეყანაში მოქალაქეებს უხსნიან რატომ უნდა იყოს საქართელო ევროპულ ოჯახში.

„შინ ევროპისკენ“ აქცია ხვალ, 3 ივლისს 8 საათზე რუსთაველის მთავარ გამზირზე გაიმართება.
 

მსგავსი სიახლეები