ვიცი, რომ ევროკავშირის დროშის დაწვა დასჯადია, არ არის პრობლემა - კოკა მორგოშია
კოკა მორგოშიამ იცის რომ დროშის დაწვა დასჯადია, მაგრამ ამაში პრობლემას არ ხედავს.
რადიკალური ჯგუფების ლიდერის თქმით, ევროკავშირის დროშებს კვირაში ასეულობით წვავენ.
„ევროკავშირის დროშებს წვავენ კვირაში ასეულობით, იმიტომ რომ ევროპა, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ასოცირდება ბოკერიასთან, სააკაშვილთან და სხვასთან და სახვასთან.
ვიცი რომ ეს დასჯადია. თუ ამაზე დასჯიან, არ არის პრობლემა, დაისჯებიან კანონს ფარგლებში“. - ამბობს მორგოშია.
ამ წუთებში, "ალტ-ინფოს"მხარდამჭერების კოლონა კვლავ რუსთაველის გამზირზე მიემართება.
"ალტ-ინფოს"მხარდამჭერებმა „ევროკავშირის“ და „ნატოს“ დროშა დაწვეს.
აქციის მონაწილეები ევროკავშირის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. ისინი სკანდირებენ - "საქართველოს გაუმარჯოს".
შეკრებილებმა ადგილზე საქართველოს დროშა გაშალეს და განაცხადეს, რომ საკუთარი დროშა უნდა დაიცვან.
მათ ევროკავშირის ელჩს მიმართეს შეძახილებით: "წადი, წადი".
მანამდე, აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტთან გამართული აქციის შემდეგ მივიდნენ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან