როგორი ზონდერებიც არ უნდა მოგვიგზავნოს "ქართულმა ოცნებამ", ეს ჩვენ ვერ შეგვაშინებს - სტუდენტები

02.07.22 17:26
როგორი ზონდერებიც არ უნდა მოგვიგზავნოს "ქართულმა ოცნებამ", ეს ჩვენ ვერ შეგვაშინებს - სტუდენტები

ვირჩევთ ევროპას! ვირჩევთ ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს! ჩვენ ვერ შეგვაშინებთ! -  სტუდენტები ხვალინდელი ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან.

ის ახალგაზრდები, რომლებმაც საკუთარ თავზე „ქართული ოცნების“ ზონდერ ჯგუფებისგან ცემა, დარბევა და დაშინება გამოსცადეს ამბობენ, რომ არ ეშინიათ, ვერ გააჩუმებენ და პირობს დებენ, რომ ხვალ ხელისუფლებას სტუნდეტების დიდ ერთობას დაანახებენ.

„3 ივლისი არის მნშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ 20 ივნის და 24 ივნისს არაფერი არ გადაწყვეტილა. როგორი ზონდერებიც არ უნდა მოგვიგზავნოს ქართულმა ოცნებამ, რამდენი ორკიც არ უნდა მოგვიგზავნოს, ეს ჩვენ პირიქით გვაძლიერებს.ეს მეტ მოტივაციას გვაძ₾ევს. და როცა ასეთები ხდება, ე.ი. სწორად მიდის შენი საქმე“ - ამბობს სტუდენტი. 
 

მსგავსი სიახლეები