ულტიმატუმის ვადა იწურება - მოვლენების ეპიცენტრი დღეს ისევ რუსთაველის გამზირი იქნება
შინ ევროპისკენ - მოვლენების ეპიცენტრი დღეს ისე დედაქალაქის მთავარი გამზირი იქნება. დაშინების და ტერორის მიუხედავად, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ევროინტეგრაციის მხარდამჭერს აქციაზე ისევ შეიკრიბებიან.
დღეს ზუსტად 20:00 საათზე ვადა ეწურება სახალხო მოძრაობის მიერ წაყენებულ ულტიმატუმსაც. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული მთავრობის შექმნაზე, რომელმაც ევროსაბჭოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება უნდა უზრუნველყოს.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქციისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. ადგილზე სპეციალური სცენა მონტაჟდება.
მსგავსი სიახლეები
23.06.26 11:29
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან