შინ ევროპისკენ - რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან
ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი, მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ყველა დიდი ქალაქში აქციაზე წამომსვლელები დილის 10 საათიდან იკრიბებიან. ამ დროისათვის წალენჯიხიდან და ბათუმიდან თბილისისკენ ავტოკოლონები უკვე დაიძრნენ.
ქართველები, სულით თავისუფალი ადამიანები, ძირით ევროპელები, უარს ვეუბნებით რუსეთს. არა ბურუსეთს, წინ მხოლოდ ევროპაა, გზა თვაისუფლებისკენ, გზა მომავლისკენ, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მოვლენების ეპიცენტრი დღეს ისე დედაქალაქის მთავარი გამზირი იქნება. დაშინების და ტერორის მიუხედავად, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე ისევ შეიკრიბებიან.
დღეს ზუსტად 20:00 საათზე ვადა ეწურება სახალხო მოძრაობის მიერ წაყენებულ ულტიმატუმსაც. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული მთავრობის შექმნაზე, რომელმაც ევროსაბჭოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება უნდა უზრუნველყოს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან