თავდასხმა ტვ პირველის მფლობელზე - პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია
აშშ- საელჩოსს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტიდან სამი დღე გავიდა, თუმცა პროკურატირას მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია. საუბარია "ოცნების" დეპუტატების მხრიდან ჯგუფურ თვდასხმაზე, რომელიც მათ ტვ პირველის მფლობელის მიმართ ჩაიდინეს.
ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკადრების გასაჯაროვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და ამბობს, რომ ის, რცა მოხდა, ქვეყნის სირცხვილია და ამაში ანრი ოხანაშვილი და მისი ბანდაა დამნაშავე.
ჩავაბარე წერილი პროკურატურას, მე არავინ დამკავშირებია. მე მინდა, უაბრალოდ, აშშ_ს აელჩოს მივმართო კიდევ ერთხელ, ნუ წაახალისებენ ამ ფაქტს, აუცილებლად გამოააშკარაონ თავდასხმის ვიდეომასალა. პროკურატურას რცა შეეხება, კი, აუცილებლად უნდა აღძრან საქმე. ეს იყო ქვეყნის სირცხვილი, აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ჯგუფური თავდასხმა, თავი მოჭრა ანრი ოხანაშვილმა და თავისმა ბანდამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, - თქვა ვატო წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ,,ტვ პირველის" მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.
ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას სთხოვს.