"ეს იქნება პროტესტი, რომლის მსგავსიც აქამდე არ უნახავთ" - აქციის ორგანიზატორი
ეს იქნება პროტესტი, რომლის მსგავსიც აქამდე არ უნახავთ, - ასე აფასებს "სირცხვილიას" დირექტორი გიორგი მჟავანაძე დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას. მჟავანაძე ხაზს უსვამს, რომ აქცია მშვიდობიანი და არაძალადობრივი იქნება.
ეს იქნება პროტესტი, რომლის მსგავსიც აქამდე არ უნახავთ მათ და თვითორგანიზების ხარისხის იქნება ძალიან მაღალი და ჩვენ ამ გზით ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ დათმობებზე წავიდეს. ჩენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს პროტესტი იქნება მშვიდობიანი და ნებისმიერ ფორმატშ და ნებისმიერი ეტაპზე დარჩება არაძალადობრივ ფორმატში, - ამბობს გიორგი მჟავანაძე.
მოვლენების ეპიცენტრი დღეს ისე დედაქალაქის მთავარი გამზირი იქნება. დაშინების და ტერორის მიუხედავად, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე ისევ შეიკრიბებიან.
დღეს ზუსტად 20:00 საათზე ვადა ეწურება სახალხო მოძრაობის მიერ წაყენებულ ულტიმატუმსაც. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული მთავრობის შექმნაზე, რომელმაც ევროსაბჭოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება უნდა უზრუნველყოს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან