ამაღამ რუსთაველის გამზირზე ვრჩებით - გიგა მაქარაშვილი
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აქციის ერთ=-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა. "სირცხვილიას" წევრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვისაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე დარჩენა სურს, თან თბილის სამოსი იქონიონ.
იცით, რომ ამაღამ ვრჩებით რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ერთმანეთის ძალა უნდა ვნახოთ, უნდა ვნახოთ, როგორი მტკიცეა ჩვენი ნება, ამიტომ, ვისაც შეგიძლიათ დარჩენა, აუცილებლად მოემზადეთ ამისთვის, თბილი სამოსიც წამოიღეთ, იქონიეთ ტელეფონის დამტენი საშუალებები. ჩვენ ადგილზე დაგახვედრებთ ბევრ საინტერესო ეპიზოდს. ვნახოთ "ქართული ოცნება" რას დაუპირისპირებს ამ ჩვენ მშვიდობიან პროტესტს და ჩენ არავის, არცერთი წამით არ მოვუწოდებთ არანაირი ძალადობისკენ, - თქვა მაქარაშვილმა.
მოვლენების ეპიცენტრი დღეს ისე დედაქალაქის მთავარი გამზირი იქნება. დაშინების და ტერორის მიუხედავად, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე ისევ შეიკრიბებიან.
დღეს ზუსტად 20:00 საათზე ვადა ეწურება სახალხო მოძრაობის მიერ წაყენებულ ულტიმატუმსაც. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული მთავრობის შექმნაზე, რომელმაც ევროსაბჭოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება უნდა უზრუნველყოს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან