როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - მესამე სექტორის გეგმა
მესამე სექტორმა "ფონდ ღია საზოგადოების" ოფისში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოებმა ის 12 პუნქტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოუტანს.
მესამე სექტორის ხედვა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა გაახმოვანა.
ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომ წარმოვადგინოთ ხედვა, გეგმა-მინიმუმი, რომელიც აუცილებალად არის შესასრულებელი იმისთვის, რომ ჩენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ხელისუფლების განცხადება და წარმოდგენილი გეგმა თუ როგორ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და რა არის განსახრციელებელი, თუცა ეს გეგმა იყო შემოთავაზება მხოლოდ პროცედურულის საკითხების, რაღაცა სამუშაო ჯგუფები და ჩვენ ვერ დავინახეთ კონკრეტული ნაბიჯები, რას გულისმობს ხელისუფლება და გვგონია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ფორმალური პროცესი, რომელიც დროში გაიწელება და საბოლოოდ, 6 თის თვაზე ჩენ ვერ მივიღებთ და ვერ გვექნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება.
სწორედ ამიტომ, დღეს ჩენ წარმოვადგენთ გეგმას, რა არის დღეს აუცილებალდ გასაკეთებელი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, თუმცა რა თქმა უნდა, ამის მიღმა კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
პირველი, ეს არის პოლიტიკური პოლარიზაციის შესრულება და ამასთან დაკავსირებით, ჩვენ გვგონია, რომ უნდა დავუბრუნდეთ შარლს მიშელის დოკუმენტს,სადა ძალიან კარგად იყო გაწერილი ის, რომ იმისათვის, რომ პოლრაიზაცის შესრულდეს, საქართელოს პარლამენტში უნდა მოხდეს ძალთა დაბალანსება და მაგალითად 5 კომიტეტი იყოს ოპოზიციის მხრიდან, ოპოზიცია თავმდჯდომერეობდეს და მათ შორის, 2 იყოს საბიუჯეტო კომიტეტი.
ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ერთი მოსმენით უკვე იყო მოსმენილი და სჭირდება კიდევ 2 მოსმენა, რომ იყოს მიღებული.
გარდა ამისა, ნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება, რომელიც ეხება ცეკოს დამოუკიდებლობას, ცესკოს თავმჯდომარეს და პროფესიული წევრების კონსესუსით მიღება.
ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი,რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს, ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ასევე, გეგმა, როგორ უნდა განხორციელდეს ეს რეფორმა.
ასევე, ჩვენ გვაქვს წრამოდგენილი ხედვა კორუფციასთან ბრძოლასტან დაკავშირებთ, რომ შეიქმნას სააგენტო, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა უწყებებში კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებს და იქნება უფრო ეფექტური.
და ჩვენ გვაქვს დანარჩენი ხედვა ყველა პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოო ჯამში, მეხუთე პუნტქს, რომელიც არის დეოლიგარქიზაცია ანუ ოლიგაქრის და ოლიგაქრიული მმართელობის შესისტება, ამას გამოიწვევს და ის თუ ვქთვათ, დათმობილი იქნება დანარჩენი 11 პუნქტი და რომელიც ძალაუფლების დანაწილებას გულისხმობს, რა თქმა უდნა, შეასუსტებს ოლიგარქიულ მმართელობას, - განაცხადა ნინო დოლიძემ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან