დაიწყო ტოტალური შეტევა საჯარო მოხელეებზე - გიორგი ვაშაძე
ტოტალური შეტევა საჯარო მოხელეებზე - აქციაზე წასვლის მსურველებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. დაშინების ოპერაციებშია ჩართულია სუსიც. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაავრცელა.
ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავს შემთხვევაში არ გაჩუმდნენ და ოპოზიციური პარტიის ოფისს დაუკავშრდნენ.
მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ტოტალური შეტევა საჯარო მოხელეებზე. იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ უწყებებში, იუსტიციის სახლებში, სამინისტროებში, დეპარტამენტებში. მე მინდა მივმართო მათ, მეგორბებო, ნუ შეგეშნდებათ, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. თქვენი რწმენის გატეხვა უნდა დღეს "ქართულ ოცნებას", იმიტომ, რომ თქვენ ხელთ არის ამ ქვეყნის ბედი. თქვენ გახდებით დიდი აღმშნებელობის თანამონაწილე, რომელიც საქართველოს აქვს წინ ევროკავშირში ინტეგრაციასთან ერთად. და ბოლოს, თუ ვინმეს რამე პრობლემა გექნებათ, პირადად დამიკავშირდიღ "ფეისბუქზე", - თქვა ოპოზიცონერმა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ მოვლენების ეპიცენტრი დღეს ისე დედაქალაქის მთავარი გამზირი იქნება. დაშინების და ტერორის მიუხედავად, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე ისევ შეიკრიბებიან.
დღეს ზუსტად 20:00 საათზე ვადა ეწურება სახალხო მოძრაობის მიერ წაყენებულ ულტიმატუმსაც. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული მთავრობის შექმნაზე, რომელმაც ევროსაბჭოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება უნდა უზრუნველყოს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან