ღარიბაშვილი სამსახურშია, თუმცა მთავრობის სხდომას არ იწყებს

04.07.22 11:18
ღარიბაშვილი სამსახურშია, თუმცა მთავრობის სხდომას არ იწყებს

სამოქალაქო სექტორის  პროტესტის ფონზე მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ტრადიციულ დროს არ დაიწყო. როდის გაიმართება სხდომა, პრემიერს ამ დრომდე არ დაუანონსებია.  ტერიტორია, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრების ავტომობილები უნდა იყოს გაჩერებული, ცარიელია. 

"პირველების"კამერამ ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილის ადგილზე მისვლა დააფიქსირა. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებული სამართალდამცველების დიდი ნაწილი რეგიონებიდან არიან ჩამოყვანილები. როგორც ჩანს, შსს საგანგებო მობილიზაციაზეა გადასული. 

 

მსგავსი სიახლეები