შურისძიება ნათესავის მკვლელობის გამო, თუ ე.წ. ქურდული ვენდეტა - რა გახდა მარნეულში 40-წლამდე კაცის მოკვლის მოტივი?

04.07.22 11:49
შურისძიება ნათესავის მკვლელობის გამო, თუ ე.წ. ქურდული ვენდეტა - რა გახდა მარნეულში 40-წლამდე კაცის მოკვლის მოტივი?

"ტვ პირველმა" მარნეულის ცენტრში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები გაარკვია - 40 წლამდე კაცს 7 ტყვია ნათესავის ქორწილიდან გამოსვლის შემდეგ, რესტორნის ტერიტორიაზე ესროლეს. 

თავდამსხმელს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს, ამოღებულია ცეცხლსასროლი  იარაღი, რომელიც მკვლელს ადგილზე დარჩა. 

მარნეულში სასტიკი დანაშაულის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ: ერთ-ერთის მიხედვით, 40 წმალდე კაცი შირისძიების მოტივით მოკლეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ კაცს "წარსულძში ჩადენილი დანაშაული არ აპატიეს". 

მეორე ვერსიით, მოკლული და თავდამსხმელი ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია. შემთხვევა გუშინ 19:00 საათზე მოხდა.  

 

მსგავსი სიახლეები