საქართველოში წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

04.07.22 11:55
საქართველოში წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პაციენტი 16 წლის გოგოა.  

პაციენტს მესამე ხარისხის დაზიანება აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.