ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა - ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა
2022 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, ინფლაცია 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა - განახლებულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა ამჯერადაც სურსათზე ფიქსირდება - პური 35%-ით, ბოსტნეული 33%-ით, ხილი 32%-ით გაძვირდა.
ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
- პური და პურპროდუქტები + 35%
- ბოსტნეული და ბაღჩეული + 33.4%
- ხილი და ყურძენი + 31.8%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 24%
- რძე, ყველი და კვერცხი + 19.5%
- ყავა, ჩაი და კაკაო + 18%
- თევზეული + 17.9%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 16%
- ზეთი და ცხიმი + 14.9%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები + 11.3%
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე აისახა 0.1 პროცენტული პუნქტით.
ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურების (5.5 პროცენტი) და საზოგადოებრივი კვების (2.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი (2.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.2 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია ალკოჰოლური სასმელების (1.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე;
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-0.8 პროცენტი).