5 ივლისის საქმე - "პრაიდის" ოფისში შეჭრაში ბრალდებულებს 5 000 ლარიანი ჯარიმები დააკისრეს
5 ივლისს “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ეპიზოდის საქმეზე მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი ჯარიმები დააკისრა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში “თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი, მარიამ კვარაცხელია, ავრცელებს.
კვარაცხელიას ცნობით, სასამართლომ აღნიშნულ ეპიზოდზე დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა და საქმეში მხოლოდ 160-ე მუხლი დატოვა, რაც ბინაში უნებართვოდ შესვლას გულისხმობს.
5000-5000 ლარიანი ჯარიმები. დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა სასამართლომ (პროკურატურას ქონდა წაყენებული ეს მუხლებიც). მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შესვლა დატოვა (მუხლი 160) ორი დამამძიმებელი გარემოებით, ჯგუფურად და ძალადობის მუქარით.
სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53 პრიმა, რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს, - წერს კვარაცხელია სოციალუქ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ეპიზოდის საქმე სასამართლომ დღეს განიხილა.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან