მკვლელობა მარნეულში - პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ვერ პოულობს
მკვლელობა მარნეულში - გომალაურის უწყება 45 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს. ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როცა ის ავტომობილში ჯდებოდა. ჩასაფრებულმა მკვლელმა კაცს 7 ტყვია ესროლა. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, თუმცა უცნობია, ვის ეკუთვნის ის.
რაც შეეხება მოტივს, ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულსა და ეჭვმიტანელს წარსულში პირადი დაპირისპირება ჰქონდათ და მოკლული ადრე სასჯელსაც კი იხდიდა. არსებობს მეორე ვეწრსიაც, რომლის თანახმადაც, სისხლიანი ანგარიშსწორების კვალი, შესაძლოა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიდიოდეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.