"აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული” - თემა ეროვნულ გამოცდაზე
2022 წლის ეროვნულ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთ-ერთმა არგუმენტირებულმა ესეს თემამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საუბარია თემაზე: "აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული”.
ასევე, იყო თემაც: "კარგი საქმე უნდა დაფასდეს, რომ უზნეობამ არ იბატონოს".
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.