მძიმე ამბავი იმერეთიდან - 82 წლის კაცი სავარაუდოდ, ნადირმა შეჭამა

04.07.22 21:00
მძიმე ამბავი იმერეთიდან - 82 წლის კაცი სავარაუდოდ, ნადირმა შეჭამა

ხანდაზმული მამაკაცი იმერეთში  სავარაუდოდ ნადირმა შეჭამა. ეს ეჭვი მეზობლებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მამაკაცის ძაღლი სახლში დაკბენილი დაბრუნდა, თავად პატრონი კი ისევ არ ჩანს.   სამტრედიის სოფელ ზემო ნოღაში   82 წლის კაცს უკვე მეექვსე დღეა ეძებენ. ის   სახლიდან პირუტყვის მოსაყვანად გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. სამძებრო სამუშაოები სოფელში ამ დრომდე მიმდინარეობს.