ხელისუფლება თავისი უმოქმედებით ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერებას ხელს უწყობს - ნანუაშვილი

05.07.22 11:26
ხელისუფლება თავისი უმოქმედებით ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერებას ხელს უწყობს - ნანუაშვილი

არასამთვრობო სექტორში, სადაც მოძალადეების  სასამართლო  განხილვებს მონიტორინგს უწევდნენ, პირდაპირ ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებამ მასობრივი არეულობის ორგანიზატორები მიზანიმართულად არ დააკავა.

ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, თქმით, მოძალადეები უკვე პოლიტიკურ პარტიებადაც კი ჩამოყალიბდნენ. 

ნანუაშვილი ასევე ამბობს, რომ ხელისუფლება თავისი უმოქმედებით ამ ჯგუფების გაძლიერებას ხელს უწყობს.

მათ, პრაქტიკულად, უკვე საზოგადოებრივ- პოლიტიკური სივრცის ათვისების ყველა რესურსი გააჩნიათ. ამ ერთი წლის განმავლობაში ისინი პოლიტიკურ პარტიებადაც კი ჩამოყალიბდნენ. ისინი არიან გამოყენებულნი, როგორც კრიტიკული მედიის, ისე სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება თავისი მოქმედებით თუ უმოქმედებით ხელს უწყობს ამ ჯგუფების აღმოცენებას, გაძლიერებას. როდესაც არ ხდება დასჯა კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში“. - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ძალადობის ფაქტები არასამთავრობო სექტორის ანგარიშებში მოხდა. ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" კვლევის პრეტზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. თუ რა რეკომენდაციები ექნებათ მათ იმისთვის, რომ მოძალადეები არ წახალისდნენ, ვრცელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი.