3 გარდაცვლილი და 2 570 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა ერთი კვირის განმავლობაში

05.07.22 11:52
3 გარდაცვლილი და 2 570 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა ერთი კვირის განმავლობაში

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის 56 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 PCR ტესტით.