რეინფიცირების მაღალი რისკი და სწრაფი გადამდებობა - კორონავირუსის ახალი ქვეშტამი საქართველოში
კორონავირუსი ახალ ძალებს იკრებს. საქართველოში ახლა ვირუსის ორი შტამია გავრცელებული.
"ბი ეი 4 "-ი და "ბი ეი 5"-ის მთავარი მახასიათებელი სწრაფი გადამდებობა და ხშირი რეციდივია.
სპეციალიტები ამბობენ, რომ ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ის განსაკუთრებით სახიფათო რისკჯგუფში შემავალი ადამინებისთვისაა. ამ ვირუსის შემთხვევაში რეინფიცირების რისკი ბევრად მაღალია.
ეპიდემიოლოგების თქმით, კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში რეკორდულად გაიზრდა.
„გაიზარდა ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვი. რისკჯგუფში არიან ხანდაზმული ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები და ბავშვები. ახალი შემთხვევების 60% არის სწორედ ომიკრონის ახალი ქვეშტამი. სამწუხაროდ, ნებისმიერი შტამის შემთხვევაში, საქართველოში მდგომარეობა პერიოდულად დამძიმდება, რადგან გვყავს დიდი რაოდენობით არავაქცინირებული ადამიანი“. - ამბობს ექიმი.
მოსახლეობისთვის მთავარი რეკომადაცია ისევ ვაქცინაცია რჩება.