ღარიბაშვილის როლი 5 ივლისის სისხლიან მოვლენებში - "ოცნებას" თავის მართლება ევროსასამართლოში მოუწევს
რა როლი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს 5 ივლისის სისხლიან მოვლენებში - ევროსასამართლო 5 ივლისის საქმის განხილვა ოფციალურად დაიწყო. მოსმართლეთა პალატას აინტერესებს წაახალისა თუ არა პრემიერმა სისხლისღვრა და მასობრივი ძალადობა ჟურნალისტებზე. კითხვაზე პასუხების გასაცემად საქართველოს მთავრობას ვადა 13 ოქტომბრამდე აქვს.
სასამართლომ ხელისუფლებას ასევე, იმ ღონისძიებების ჩამონათვალის გაგზავნაც დაავალა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით პოლიციამ დაგეგმა. უცნობია რა უნდა უპასუხოს ამაზე "ქართულმა ოცნებამ", რადგან მასობრივი ძალადობის დროს პოლიცია ხელისუფლების ბძრანებით უმოქმედო იყო. ამასთან, ძალადობის ბრაძნებას სწორედ სუს-ი გასცემდა.
სტრასბურგის სასამართლო არ გამორიცხავს, რომ საქმე პრეცედენტული გახდეს, რომელიც სასამართლო პრაქტიკაზე გავლენას მოახდენს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება ევროსასამართლოს სამგვრდიანი დოკუმენტში ჩაწერილ კითხვებს უპასუხებს, არასამთავრობო სექტორს ექნება საშუალება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კონტრპასუხები დაუბრუნოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაზეც სტრასბურგის სასამართლო ითხოვს პასუხის საქართველოს მთავრობისგან არის ის, რომ მას აინტერესებს ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 5 ივლისს თბილისის ქუცებში, წაახალისა თუ არა მაღალი პოლიტიკური პირების განცხადებებმა. ძირიტადი ხაზი აქ გადის ღარიბაშილის განცადებაზე, რომელმაც მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ფაქტობრივად, ამ განცხადებით პირდაპირი სიგნალი მისცა მოძალადე ჯგუფებს, რომ დაეწყოთ ეს ძალადობა და მისი განცხადებიდან რამდენიმე წუთში ეს ძალადობა დაიწყო. სასამართლო ამბობს ამ დოკუმენტებში, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნეს, რომ ეს საქმე შეიძლება გახდეს პრეცედენტული საქმე, რომელიც გავლენას მოახდენს სასამართლოს პრაქტიკაზე, - ამბობს "საქარტველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი.
5 ივლისის სისხლიანი მოვლენებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ დღეს რადილაურმა დაჯგუფებებმა, უმოწყალოდ იძალადეს და ფიზიკურად გაუსწროდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც იმ დროს თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.