ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა - ქარტია

05.07.22 12:56
ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა - ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2021 წლის 5 ივლისის ძალადობიდან 1 წლის თავზე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე და დღემდე პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები.

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.

ორგანიზაციის შეფასებით, ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას. 

2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა. ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია. 

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას. 

ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება. 

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის". - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.