მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის პირველი კადრები - (ვიდეო)
მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის პირველი კადრები - კადრებში ჩანს, როგორ ჩაცხრილეს 45 წლის ვიალაიათ ორუჯოვი.
კადრებს Aktual.ge ავრცელებს.
"პირველების" ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმა იმ დროს მოხვდა, როდესაც მსხვერპლი სარიტუალო დარბაზთან საკუთარი ავტომობილით მივიდა და რესტორნის ტერიტორიაზე შესვლას აპირებდა, მას 7 ტყვია ესროლეს.
ერთ-ერთი ვერსიით, სისხლიანი გარჩევის მოტივი წლების წინ დაწყებული კონფლიქტია. მოკლული ორუჯოვი 2008 წელს მკვლელობისთვის გაასამართლეს, 14 წლის შემდეგ კი მასზე შური იძიეს.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის აღება კი ე.წ. კრიმინალური სამყაროს წესებს უკავშირდება. ადილობრივები პირად საუბრებში ყვებიან, რომ თავდამსხმელიც და მსხვერპლიც ე.წ. კანონიერი ქურდების საძმოში იყვნენ.
პოლიციამ დანაშაულიში ბრალდებული, 22 წლის ბიჭი გუშინ დააკავა.