თავდასხმა "ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე - ,,ალტ-ინფოს“ მთვრალმა წევრებმა ტელევიზიის აპარატურის დამტვრევა სცადეს
,,ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ მონიტორინგი ავრცელებს.
შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში, იმ დროს მოხდა, როდესაც შოთიკო სადაღაშვილი და თორნიკე გელიტაშვილი, ჟურნალისტურ საქმიანობას საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდნენ.
როგორც ,,ტვ მონიტორინგის გადამღები ჯგუფი ადგილიდან იტყობინება, რადიკალებმა ფიზიკური და სიტყიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს.
გარდა ამისა, მოძალადე ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს პასუხს იმის გამოც სთხოვდა, რომ ტელევიზიას დასავლური კურსი აქვს აღებული და მათი მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას ეწინააღმდეგება.
,,თავს დაგვესხნენ ალტ-ინფოს მთვრალი მხარდამჭერები. სამნი იყვნენ. 60 წლამდე იქნებოდნენ. გვთხოვდნენ საქმიანობა შეგვეწყვიტა და მათი მოთხოვნა, რომ არ შევასრულეთ გადმოვიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. გვაგინეს და საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ. ჰქონდათ აპარატურის წართმევის მცდელობაც“ - ყვება ჟურნალისტი.
,,ევროპის მომხრეები ხართ?" კიდა ყველას დედას შევ**ცით, ვისაც ამერიკა და ევროპა უნდა. ყველას დედას შევ**ეცით, ვინც ტრაკის მიცემით ცდილობს ევროპაში შესვლას - ბოზები ხართ“ - უთხრეს მოძალადეებმა ,,ტვ მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს.
,,ტვ მონიტორინგი" პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნის და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე რაგირებას შესაბამისი უწყებების მხრიდან ითხოვს.