ზუგდიდში, ლტოლვილთა საცხოვრებელში, ჭერის ჩამოვარდნის შედეგად ერთი პირი დაშავდა
ზუგდიდში, სოფელ ახალაბასთუმანში, მდებარე ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ჭერი ჩამოინგრა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა.
შუახნის მამაკაცი სხეულზე სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. პაციენტი კონტაქტურია და მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
შენობაში სამი ოჯახი ცხოვრობს. ადამიანები ამბობენ, რომ ამ შენობაში ავარიულ შენობაში ცხოვრება საშიშია, ითხოვენ შველასა და ალტერნატიულ ფართებში გადაყვანას.
წუხელი დაიწყო ცოტ-ცოტა ჩამოვარდნა ჭერმა, დღეს საბოლოოდ ჩამოვარდა და ,,სკორით" წაიყვანეს.
რამდენჯერ მივმართე, გადავეყვანეთ ქირით, ყველამ მომატყუა.- ამბობს შენობაში მაცხოვრებელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი.