მოვაჭრეების ულტიმატუმი მერიას - პროტესტის მონაწილეები ანტისანიტარიის საკითხის მოგვარებას ითხოვენ

06.07.22 12:23
მოვაჭრეების ულტიმატუმი მერიას - პროტესტის მონაწილეები ანტისანიტარიის საკითხის მოგვარებას ითხოვენ

ვაგზლის მოვაჭრეები დედაქალაქის მერიას ტყუილში ადანაშაულებენ და ულტიმატუმს უყენებენ. პროტესტის მონაწილეები  თქმით, მერიის წარმომადგენლები მათ  ანტისანიტარიასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებასა და გარემოვაჭრეების შიდა პერიმეტრზე შეყვანას დაპირდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. 

მოვაჭრეები, რომლებიც გადახურულ ბაზრობაზე ვაჭრობენ, ამბობენ, რომ ადგილის გადასახადის გამო პროდუქციის გაყიდვა უფრო ძვირად უწევთ, რის გამოც მყიდველები კონკრეტულ საქონელს გარე მოვაჭრეებთან ყიდულობენ. ამის გარდა, ბაზრობის გარე პერიმეტრზე საშინელი ანტისანიტარიაა. 

მოვაჭრეები მერიას კონკრეტული პასუხის გასაცემად 48 საათიან ვადას აძლევენ, რომლის ამოწურვის შემდეგაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 

დღეს ჩვენი აქციის მთავარი მიზანი არის, აიკრძალოს უკანონო გარე ვაჭრობა სადგურის მოედნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან იქ არსებული მდგომარეობა ძალიან დიდ კომპლქსურ პრობლემებს ქმნის, როგორცი არის გადაადგილება და ანტისანიტარია. შესაბამისად, მოსახლეობის შემოსვლა ბაზრის ტერიტორიაზე ასოცირდება დისკომფრტთან.

ვითხოვთ, თბილისის მერიის მხრიდან უშუალო კონსულტაციები დაიწყოს გარე მოვაჭრეებთან ბაზრის ადმინისტრაციასთან თანაჩართულობით და დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ ადამიანების ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შეყვანა. წინაააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ ვაძლევთ 48 საათიან დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს სახეს გამოვიყენებთ და  გადავკეტავთ ქუჩებს, - ამბობს მოვაჭრე.