მთვრალი იყო, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდა - სასულიერო პირის შვილს ძალადობაში ადანაშაულებენ
სასულიერო პირის შვილს ძალადობაში ადანაშაულებენ.
დაზარალებული ადვოკატის, ლაშა ჯანიბეგაშვილის, მტკიცებით, გიორგი ჩიკვაიძე, მამა ილია ჩიკვაიძის შვილი, ჯანიბეგაშვილსა და მის მეუღლეს ღამით სახლთან დანით მიუვარდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო.
ახლა ლაშა ჯანიბეგაშვილი სასულიერო პირის შვილს პროკურატურაში უჩივს.
მამაოს შვილმა ჯერ გამოავსო სადარბაზო ნაგვით, მერე დაიწყო გარეთ გამოფენა. საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო. წარწერა გავაკეთე, რომ გაიტანეთ ეს ნაგავი-თქო. როგორ გაბედეს ამის დაწერაო, მთვრალი სავარაუდოდ შეაქეზეს, იგინებოდა, დანით აგკუწავთ ეხლავე გამოდით გარეთო, რეალურად იყო ჩამდენი, გეუბნებით.
მთვრალი იყო, უკონტროლო მდგომარეობაში. ღამის 12ის ნახევარზე ფეხს რომ გირტყამს კაცი და სიცოცხლის მოსპობით გემუქრება შენ და შენს ოჯახს, რეალურია ეს ყველაფერი“. - ამბობს ლაშა ჯანიბეგაშვილი.
გიორგი ჩიკვაიძე სასამართლომ 1500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
დაზარალებულ ადვოკატებს საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ჩიკვაიძეს მფარველობენ, რადგან, ის მამა ილია ჩიკვაიძის შვილია. ადვოკატები ითხოვენ, რომ გიორგი ჩიკვაიძე დაკავებულ იქნას, რადგან ის საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.