საბერძნეთში ბერას ახლო გარემოცვის წევრი, კრიმინალური ავტორიტეტი კაკო ბილანიშვილი დააკავეს

06.07.22 12:58
 საბერძნეთში ბერას ახლო გარემოცვის წევრი, კრიმინალური ავტორიტეტი კაკო ბილანიშვილი დააკავეს

ბერა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი, კრიმინალური ავტორიტეტი, დაკავებულია. კაკო ბილანიშვილი ბერძენმა სამართალმცველებმა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფ 13 პირთან ერთად აიყვანეს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

72 წლის კანონიერი ქურდი საბერძნეთში იმ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო, რომელიც სხვადასხვა ქალაქში ათობით სახლის ძარცვის, ქურდობასა და ყაჩაღობაშია  ბრალდებული.

ბილანიშვილის დაჯგუფება 14 წევრისგან შედგებოდა. მათ შორის ერთი 30 წლის ქალია.

ბერძნული პოლიციიის ინფორმაციით, ბერა ივანიშივლის ახლო მეგობრის  „კაწროს„ მამა  კრიმინალურ დაჯგუფებაში საქართველოს მოქალაქეებს გაწევრინების ნაცვლად ე.წ. ქურდის სახელს პირდებოდა.

ბილანიშვილის დაჯგუფების ნაძარცვი თანხა მილიონ ლარს აჭარბებს.

კრმინალური დაჯგუფების ანგარიშზე ასობით ევროს ღირებულების ძირფასი ნივთებიც არის.

ბილანიშვილების ოჯახის უფლედამცველი ბერძნული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ კაკო ბილანიშვილი დაკავებული არ არის. 

მსგავსი სიახლეები