რუსი ოლიგარქის ბიზნესგეგმები საქართველოში - შალვა ბრეუსმა მიხაილოვის საავადმყოფო იყიდა

06.07.22 16:54
რუსი ოლიგარქის ბიზნესგეგმები საქართველოში - შალვა ბრეუსმა მიხაილოვის საავადმყოფო იყიდა

დასავლური სანქციების შემდეგ რუსეთში ნაშოვნ ფულს მინიოლიგარქები საქართველოში აბანდებენ. საქართველოში დაბადებული პუტინის რეჟიმის მხარდამჭერმა 16 მილიონად მიხაილოვის საავადმყოფო იყიდა.

ბიზნესმენი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან კავშირი 90-იანი წლებიდან აქვს, რუსეთის დასანქცირების შემდეგ ახლა ფეხის მოკიდებას საქართველოში ცდილობს.

ბრეუსი წლების განმავლობაში 9 აპრილის მიტინგის ერთ-ერთი დამრბევის, ალექსანდრ ლებედის მოადგილე იყო რუსეთში. სწორედ იმ წლებიდან აქვს ახლო კავშირი ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილთან. 

ბრეუსი ამჟამად თბილისშია და ბიზნეს გეგმებზე საუბრობს, თუმცა გაურბის ტვ პირველის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირია აქვს რუსეთთან, ბოლოს როდის იყო იქ და რას ფიქრობს ომზე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო.

შალვა ბრეუსი ასევე ამბობს, რომ რუსეთიდან დასავლეთის სანქციებს არ გამოქცევია. 

არ გადმომიტანია საქართველოში ბიზნესი. მე ბიზნესი მაქვს როგორც რუსეთში, ისე ინგლისში და იტალიაში“. - ამბობს ბრეუსი.

რაც შეეხება ივანიშვილთან კავშირს, ბიზნესმენი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობს.

არ ვიცნობ, მასთან არანაირი კავშირი არ მაქვს“- ამბობს ბიზნესმენი.

შალვა ბრეუსი ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენია. ის როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეა. ბრეუსს რუსეთში რუსული კულტურის დიდ მხარდაჭერად მიიჩნევენ.