თბილისის ცენტრში გადაადგილება სახიფათო გახდა- არასწრულწლოვანი ბოშები ტურისტებსა და სავაჭრო ობიექტებს ძარცვავენ
ძარცვა, მუქრა და თანხის გამოძალვა -თბილისის ტურისტულ ცენტრში გადაადგილება შეუძლებელი ხდება.
აღამაშენებლის გამზირზე არასრუწლოვან ბოშათა დაჯგუფება მოსახლეობას უმძიმეს პრობლემებს უქმნის-მოზარდები თავდასხმას ტურისტებზეც ახორციელებენ.
ბოლო ინციდენტი თბილსის ცენტრში რამდენმე წუთის წინ მოხდა, როდესაც მოზარდებმა ახალგაზრდა ქალს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, პოლიცია კი რეაგირებას ვერ ახდენს.
თვეების განმავლობაში პერმანენტულად გრძელდება ტურისტებზე ყაჩაღობა, ტურისტებზე ყაჩაღობენ და შსს რეაგირებას არ ახდენს. ეს სისტემური დანაშაულია.
ახლა კი, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტი გამოხატა, თავად ნახეთ, რამდენი პოლიციელი მოვიდა და თავი შეიწუხა. ჩვენი ამოცანაა, ჩვენზე კი არ შეიწუხონ თავი, არამედ კონკრეტულ კრიმინალზე პოლიციამ რეაგირება მოახდინოს, რომლებიც ყაჩაღობენ შუაგულ თბილისში, ტურისტებზე. - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე, უფლებადამცველი.