"სამარცხვინო და გაუმართლებელია" - მაკფოლი "ოცნების" დეპუტატებს "ტვ პირველის" მფლობელზე თავდასხმის გამო აკრიტიკებს

07.07.22 11:28
"სამარცხვინო და გაუმართლებელია" - მაკფოლი "ოცნების" დეპუტატებს "ტვ პირველის" მფლობელზე თავდასხმის გამო აკრიტიკებს

შტატების ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკ მაკფოლი "ტვ პირველის" მფლობელზე "ქართული ოცნების" დეპუტატების ორგანიზებულ თავდასხმას "სამარცხვინოს" უწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი ამერიკის საელჩოში მომხდარს სტრატეგიულ შეცდომას უწოდებს.

ლიმიტირებული ინფორმაცია ვნახე პრესაში. დეტალები არ ვიცი, მაგრამ როგორც ყოფილმა ელჩმა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წმინდა დღე ამერიკელებისთვის. მოსკოვში 4 ივლისის ღონისძიებას ვმასპინძლობდით ჩემს რეზიდენციაში. კალიფორნიაში ამ დღის აღსანიშნავად ჩემს სახლში 100 ადამიანი დავპატიჟე. ამ დღის ჩაშლა აშშ-ს ხელისუფლების მიერ მოწვეული სტუმრების სტატუსით აღმაფოთებელია და არ არსებობს არანაირი გამამართლებელი საბუთი. ჩანს, რომ თითქოს გარკვეული ძალები თქვენს ქვეყანაში ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობას არ სცემენ პატივს და გადაწყვიტეს, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი არ არის. ეს მე ძალიან მაწუხებს. ეს არის სტრატეგიული შეცდომა. ადამიანურ დონეზე რომ განვიხილოთ, როდესაც ხარ სტუმარი სხვის სახლსი, არსებობს მოწიწებისა და კარგი მანერების ფორმა. ამ ადამიანებმა თქვენი ქვეყანა შეარცხვინეს. ეს სამარცხვინოა. ისინი თქვენ ქვეყანას გლობალურ სცენაზე არცხვენენ, - განაცხადა მაკფოლმა. 

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ამერიკის  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ,,ტვ პირველის" მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვება მოითხოვა. მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე არდა წყებულა.